თეგი: ლევან კობეიშვილმა
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი, ლევან კობიაშვილი მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაცია დასრულდა. ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. მათივე ცნობით, 2023-2027 წლის პრეზიდენტობის არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი, ლევან კობიაშვილი მიიღებს მონაწილეობას. საკუთარი კანდიდატურა მხოლოდ ლევან კობეიშვილმა წარადგინა და ის აღნიშნულ პოზიციაზე სფფ-ში 29 სუბიექტმა წარადგინა. ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტს 4 თებერვალს სფფ-ის XXXIII საარჩევნო ყრილობაზე აირჩევენ. არჩეული კანდიდატი აღნიშნულ თანამდებობას მომავალი 4 წლის განმავლობაში დაიკავებს. ყრილობასთან დაკავშირებით, 16 იანვარს, 12:00 საათზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებს შორის არის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXXIII საარჩევნო ყრილობის საპროცედური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ; როგორც ფედერაცია განმარტავს, მედიის წარმომადგენლებისთვის კომენტარები აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდება.