თეგი: ლეონიდ კრავჩუკი
უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი გარდაიცვალა
უკრაინის პირველი პრეზიდენტი (1991-1994) ლეონიდ კრავჩუკი სამშაბათს, 10 მაისს გარდაიცვალა. უკრაინულ მედიის ცნობით, ამის შესახენ უკრაინის დეპუტატმა, უმაღლესი რადას ყოფილმა თავმჯდომარემ დმიტრო რაზუმკოვმა განაცხადა. „დიდი დანაკლისი მთელი უკრაინისთვის. დღეს გარდაიცვალა ლეონიდ კრავჩუკი, უკრაინის პირველი პრეზიდენტი, უმაღლესი რადას პირველი თავმჯდომარე და ფიგურა, რომელიც თანამედროვე უკრაინის სახელმწიფოებრიობის დაბადების სათავეში იდგა", - განაცხადა რაზუმკოვმა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ლეონიდ კრავჩუკი 2021 წელს, საზღვარგარეთ, ერთ-ერთ კლინიკაში COVID19-ის დიაგნოზით გადაიყვანეს. ლეონიდ კრავჩუკი დიდი ხნის განმავლობაში კომაში იყო. ინფორმაციისთვის, პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, კრავჩუკი პრეზიდენტობიდან გადადგა, მაგრამ 1994 წელს, მეორე ვადით იყარა კენჭი. კრავჩუკი არჩევნებზე, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ლეონიდ კუჩმამ დაამარცხა, რომელიც პრეზიდენტის პოსტს ორი ვადით იკავებდა. პრეზიდენტობის შემდეგ, უკრაინის პოლიტიკაში აქტიური იყო და მსახურობდა დეპუტატად უმაღლეს რადაში, იყო უკრაინის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (გაერთიანებული) საპარლამენტო ჯგუფის ლიდერი (2002 წლიდან 2006 წლამდე). 1991 წლის 5 დეკემბერს, უკრაინის პირველ საპრეზიდენტო არჩევნებზე კრავჩუკი პირველად აირჩიეს. იმავე დღეს, ამომრჩევლებმა უმრავლესობით მისცეს ხმა საბჭოთა კავშირიდან გამოყოფას - ნაბიჯი, რომელსაც კრავჩუკი სრულად უჭერდა მხარს. ამ ფაქტმა ლეონიდ კრავჩუკი დამოუკიდებელი უკრაინის პირველ სახელმწიფო მეთაურად აქცია. პრეზიდენტის რანგში კრავჩუკმა სსრკ-ის დაშლის შესახებ, ცნობილ ბელოვეჟის შეთანხმებას ბორის ელცინთა და სტანისლავ შუშკევიჩთან ერთად მოაწერა ხელი.