თეგი: ლეო XIV

რომის პაპი ახლო აღმოსავლეთზე: შეწყვიტეთ ცეცხლი, დიალოგის გზები ხელახლა გაიხსნას

რომის პაპი ლეო XIV ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. „ახლო აღმოსავლეთის ქრისტიანების და კეთილი ნების მქონე ყველა ქალისა და მამაკაცის სახელით: შეწყვიტეთ ცეცხლი! დიალოგის გზები ხელახლა გაიხსნას! ძალადობას ვერასდროს მიგვიყვანს იმ სამართლიანობამდე, სტაბილურობამდე და მშვიდობამდე, რომელსაც ხალხები ელოდებიან,“ - აღნიშნა რომის პაპმა. რომის პაპმა აღნიშნა, რომ ათასობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა და მრავალი სხვა იძულებული გახდა, საკუთარი სახლები დაეტოვებინა. ამასთანავე, მან შეშფოთება გამოხატა ლიბანში არსებული ვითარების გამო. „ვიმედოვნებ, რომ დიალოგის გზები გამოიძებნება, რაც ქვეყნის ხელისუფლებას დაეხმარება არსებული სერიოზული კრიზისის მდგრადი გადაწყვეტის განხორციელებაში, მთელი ლიბანელი ხალხის საერთო სიკეთისთვის,“ - აღნიშნა რომის პაპმა.