თეგი: ლიუბლინი

ზელენსკი უკრაინაში პოლონეთის გავლით ბრუნდება: მადლობას ვუხდი პოლონეთს ფასდაუდებელი მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში დაბრუნებამდე პოლონეთის ქალაქ ლიუბლინში ჩავიდა, სადაც ორ პოლონელ მოხალისეს, უკრაინელი ლტოლვილებისთვის გაწეული დახმარებისთვის ჯილდოები გადასცა. „მადლობას ვუხდი პოლონეთს ფასდაუდებელი მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის, რომელსაც წვლილი შეაქვს ჩვენი მთელი ევროპის თავისუფლების დაცვაში,“ - ნათქვამია ზელენსკის Twitter-ზე განთავსებულ პოსტში. ზელენსკიმ პოლონეთის გაღიზიანება გამოიწვია გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლის დროს ნათქვამით, რომლის თანახმად, მარცვლეულის იმპორტის საკითხზე გამართული „პოლიტიკური თეატრი" მოსკოვს აწყობს. „მსურს პრეზიდენტ ზელენსკის მოვუწოდო, აღარასოდეს მიაყენოს შეურაცხყოფა პოლონელებს, როგორც ეს მან გაეროში გამოსვლისას გააკეთა,“ - განაცხადა თავის მხრივ, პოლონეთის პრემიერმა, მატეუშ მორავეცკიმ 22 სექტემბერს. ზელენსკი, დუდა და ნაუსედა მარცვლეულის ექსპორტის გარშემო წარმოქმნილი უთანხმოების გადასაჭრელად, ნიუ-იორკში შეხვდნენ ერთმანეთს - მედია ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კანადასა და აშშ-ში ვიზიტის შემდეგ ირლანდიაში ჩაფრინდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის აპარატი ავრცელებს. ზელენსკიმ შენონის აეროპორტის შენობაში დაუგეგმავი შეხვედრა გამართა სუდანის რესპუბლიკის სუვერენული საბჭოს ხელმძღვანელთან, აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანთან. ზელენსკიმ მას მადლობა გადაუხადა სუდანის თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოების საერთო გამოწვევები, კერძოდ, რუსეთის მიერ დაფინანსებული უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების საქმიანობა. ზელენსკიმ აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანი ჰუმანიტარული ინიციატივის, Grain From Ukraine-ის მხარდასაჭერად მიიწვია, რომლის მიზანია აფრიკის ყველაზე დაუცველი ქვეყნებისთვის საკვების მიწოდება, ასევე გლობალური, მშვიდობის სამიტში გაწევრიანება. ორი ქვეყნის ლიდერებმა ასევე განიხილეს უკრაინასა და აფრიკის კონტინენტის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლო პლატფორმები. ზელენსკი მანამდე კანადაში ჩავიდა დაუანონსებელი ვიზიტით. უფრო ადრე ის აშშ-ში ვიზიტით იყო, სადაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა.  რას მოიცავს აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაგზავნილი ახალი სამხედრო დახმარება