თეგი: ლოკდაუნი
The Guardian: ბორის ჯონსონმა ლოკდაუნის დროს კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ლოკდაუნის დროს კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა. ჯონსონმა თავისი საქციელისთვის ბოდიშიც მოიხადა და აცხადებს, რომ არც გადადგომას აპირებს. „დღეს მივიღე ქვითარი და დაუნინგ სტრიტზე 2020 წლის 19 ივნისის მოვლენების გამო ლონდონის პოლიციის მიერ დაკირებული ჯარიმა გადავიხადე. კიდევ ერთხელ გულწრფელად ვიხდი ბოდიშს“, - განაცხადა ჯონსონმა 12 აპრილს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ ჯარიმის ქვითარი ჯონსონს, ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრ რიში სუნაკუს და კიდევ ოფისის 30 თანამშრომელს გაუგზავნა, რომლებიც კარანტინის დროს კორპორაციულ საღამოზე იმყოფებოდნენ. შეგახსენებთ, რომ „კოვიდის“ კორპორაციული საღამოების შესახებ 2022 წლის ზამთარში გახმაურდა და ბორის ჯონსონთან მიმართებით კრიტიკა გამოიწვია. ბორის ჯონსონმა 2020 წლის 20 მაისს მთავრობის ოფიციალურ რეზიდენციაში წვეულებაზე დასწრებისთვის ბოდიში მოიხადა. ლოკდაუნის პერიოდში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში გამართულ წვეულებებთან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება 2022 წლის იანვარში დაიწყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ასევე წაიკითხეთ ბორის ჯონსონს ლოკდაუნის დროს კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის დააჯარიმებენ