თეგი: ლორა ლოხმენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე: შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი გააუმჯობესებს კავშირს სამხრეთ კავკასიასა და ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზრებს შორის

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ენერგეტიკული რესურსების საკითხებში, ლორა ლოხმენმა განაცხადა, შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი გააუმჯობესებს კავშირს სამხრეთ კავკასიასა და ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზრებს შორის. „საქართველო და აზერბაიჯანი შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ არ ნიშნავს შავი ზღვა მხოლოდ ნახშირწყალბადების მოძიებასა და ექსპლუატაციას. ისინი სთავაზობენ განახლებადი ენერგიის დიდ შესაძლებლობებს. კერძოდ, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროქტი გააუმჯობესებს კავშირს სამხრეთ კავკასიასა და ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზრებს შორის. ჩვენ მოუთმენლად ველით მუშაობას აზერბაიჯანთან, კერძო სექტორთან და, ცხადია, ბევრ სხვა ქვეყანასთან,“ აღნიშნა ლოხმენმა. 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს. აშშ სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებაზე საუბრობს რას მოიცავს „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ და რა სარგებელს მიიღებს საქართველო