თეგი: მაკკეინი

სენატორ მაკკეინის სახელობის პრემია, უკრაინელ ქალებს გადაეცათ

ჯონ მაკკეინის სახელობის პრემია საჯარო სამსახურში ლიდერობისთვის, წელს უკრაინელ ქალებს გადაეცათ. უკრაინული მედიის ცნობით, ჰალიფაქსის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე, პრიზი, გარდაცვლილი სენატორის ვაჟმა ჯეკ მაკკეინმა უკრაინელ ქალებს გადასცა. ჯილდოს გადაცემისას მან თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების 15%-ს ქალები შეადგენენ, მაგრამ გამარჯვებისთვის ისინი, საჰაერო იერიშების დროს, სხვა სამუშაოსაც ასრულებენ. „უკრაინის ქალები უნებლიედ გახდნენ გმირები. გამბედაობით, პატივითა და ღირსებით, ისინი მსოფლიოს შთაგონების წყაროდ იქცნენ“, - თქვა მაკკეინმა. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 28  აგვისტოს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციამ, ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის სახელობის პრემია დააწესა.  ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი 25 აგვისტოს გარდაიცვალა. ის 81 წლის იყო. 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ რესპუბლიკელმა სენატორმა მკურნალობა შეწყვიტა. მას კიბო ჰქონდა.