თეგი: მართლმადიდებელი ეკლესია
მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ტაძრებში სადღესასწაულო წირვა შესრულდება. ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. სახარების მიხედვით, ამ დღეს გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს. დღევანდელ დღეს უკავშირდება ზიარების საიდუმლოს დაწესება. სახარების მიხედვით, ამ დღეს უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება ტარდება. ამასთან, დიდი ხუთშაბათის კიდევ ერთი მსახურება 12 სახარების წაკითხვაა.
დღეს ნინოობაა
დღეს ნინოობაა. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლას აღნიშნავს. საეკლესიო გადმოცემით, წმინდა ნინო საქართველოში მე-4 საუკუნეში, მეფე მირიანის მეფობის ხანაში ჩამოვიდა. მას უკავშირდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება. ნინოობა ორჯერ, 1-ელ ივნისსა და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს აღინიშნება.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს
დღეს ნინოობაა. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლას აღნიშნავს. საეკლესიო გადმოცემით, წმინდა ნინო საქართველოში მე-4 საუკუნეში, მეფე მირიანის მეფობის ხანაში ჩამოვიდა. მას უკავშირდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება. ნინოობა ორჯერ, 1-ელ ივნისსა და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს აღინიშნება. წმინდა ნინო დაიბადა კაბადოკიაში, ქრისტიანთა ოჯახში. ნინო ოჯახის ერთადერთი შვილი იყო. მამა - ზაბულონი, წმინდა გიორგის თანამოქალაქე და სამხედრო პირი იყო, დედა - სოსანა იერუსალიმის პატრიარქის იუბენალის და იყო. მოციქულთა სწორი ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში. საქართველოში იმ დროს მირიან მეფე მეფობდა, სატახტო ქალაქი მცხეთა იყო და ერი კერპთაყვანისმცემლობას მისდევდა. ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის, წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. „წმინდა ნინო ჩვენთვის განსაკუთრებული წმინდანია, წმინდანთა შორის რჩეული გახლავთ, იმიტომ, რომ მას მიეცა ღვთის დიდი ძალა და მადლი, რათა თავისი ქადაგებით და ღვაწლით ჩვენი ერი მოექცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. აი, წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) წერს: „მოგვევლინა წმინდა ნინო, გვამცნო და გვასწავლა ქრისტეს რჯული, რამაც განაახლა ჩვენი ქვეყანა ახლის ცხოვრებისათვის; და ნინოს მოციქულობით მოფენილმა და დამკვიდრებულმა ქრისტიანობამ ჩვენ გვიხსნა არამხოლოდ სულიერად, არამედ ხორციელადაც.“ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ყოველთვის იკითხება ტაძრებში სახარებისეული იგავი ათი ქალწულის შესახებ. იგავი მოგვითხრობს, რომ ეს ქალწულები ლამპრებით ხელში ელოდებიან სიძის მოსვლას. ბრძენმა ქალწულებმა თავიანთ ლამპრებთან ერთად მოიმარაგეს ზეთიც. ამიტომ, როდესაც სიძემ დააყოვნა და ღამით მოვიდა, ისინი ანთებული ლამპრებით შეეგებნენ მას; ხოლო სულელ ქალწულებს ეს ზეთი შემოაკლდათ. ამიტომ სიძეს შეხვდნენ ჩამქრალი ლამპრებით და ისინი ქორწილში აღარ შეუშვეს. სიძე მათ ეტყვის: „ჭეშმარიტად გეუბნებით, არ გიცნობთ თქვენ!“ - აქ საუბარია ღმერთთან შეხვედრაზე, რაც ყველა ადამიანს მოუწევს გარდაცვალების შემდეგ. ასევე იმაზე, შეძლებს თუ არა ადამიანი თავისი კეთილი საქმეების გამო, ანგარიში ჩააბაროს ღმერთს, იმიტომ რომ, წმინდა მამების განმარტებით, ამ იგავში ნახსენებ ლამპრის ზეთში სწორედ კეთილი საქმეები იგულისხმება. ეს იგავი გვასწავლის ჩვენ, რომ რწმენასთან ერთად, უნდა ვიქონიოთ კეთილი საქმეებიც, ვინაიდან მათ გარეშე სულიერ ცხოვრებაში წარმატების შენარჩუნება და, საერთოდ, სულიერ ცხოვრებაში წარმატება შეუძლებელია. აი, ამ გონიერ ქალწულებს ჰქონდათ მომარაგებული კეთილი საქმეები. ამიტომ მათ იზრუნეს, რომ სიძეს ღირსეულად შეხვედროდნენ. სულელებს კი ეს კეთილი საქმეები არ ჰქონდათ. დღეს ვფიქრობთ იმაზე, რომ ადამიანის მთელი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა, უნდა მას ეს თუ არა უნდა, როგორც უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, - ეს არის ქრისტესთან შეხვედრისკენ მიმავალ გზაზე სიარული. უფალთან შეხვედრა გარდაუვალია. ამიტომ მთელი ჩვენი ცხოვრება უნდა იყოს ამ შეხვედრისთვის მზადება. ამ იგავით უფალი იესო ქრისტე გვაფრთხილებს, რომ ჩვენმა უზრუნველობამ შეიძლება მიგვიყვანოს სავალალო შედეგამდე; რომ მოუმზადებლები აღმოვჩნდეთ სიძესთან შეხვედრისთვის. აი, ასეთი უზრუნველი ადამიანი ზარმაცობს, თავისი სულის გადარჩენისთვის არაფერს აკეთებს, მაგრამ იმედი აქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, შემდგომში მოასწრებს ცხოვრებას, შემდგომში მოასწრებს სიყვარულის სწავლასაც, მოასწრებს სინანულს, მოასწრებს გამოსწორებას და ის ასე ფიქრობს: ,,ნუთუ ღამე მოვა ღმერთი?! ნუთუ მოულოდნელად მოვა ღმერთი?! მე ჯერ კიდევ მოვასწრებ, როდისმე მოვალ გონს, როცა შემატყობინებენ, რომ სამსჯავრო ახლოს არის და მალე იქნება"; მაგრამ, სინამდვილეში, ასეთი ადამიანისთვის სამსჯავრო მოდის ღამე ამით და მისთვის მოულოდნელად, რატომ? იმიტომ, რომ მძინარე ადამიანისთვის მნიშვნელობა არ აქვს, მისთვის ყოველი დრო ღამეა. ამ იგავს უფალი იესო ქრისტე ასრულებს შემდეგი სიტყვებით: „მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით დღე, არც ჟამი, როდესაც მოვა ძე კაცისა.“ ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენც ვიფხიზლოთ და ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენთვის დარჩენილ დროში კეთილი საქმეებით შევავსოთ ჩვენი ლამპრები, გონიერ ქალწულებთან ერთად შევიდეთ ჩვენი ზეციური სიძის სასუფეველში და ვეღირსოთ მისგან მარადიულ სიკეთეებს, რაშიც შეგვეწიოს ჩვენ წმინდა მოციქულთა სწორი, ქართველთა განმანათლებელი ქალწული ნინო, რომელმაც დღეს ჩვენ აქ შეგვკრიბა,“