თეგი: მართმადიდებელი ეკლესია
მართლმადიდებელი ეკლესია ფერისცვალებას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ფერისცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა შორისაა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა. მაცხოვარს ზეციური დიდებით მოსილი მოსე და ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადნენ. ისინი უფალთან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში ელოდა. მოციქულებს შემდეგ თავს ელვარე ღრუბელი დაადგა, საიდანაც ღვთის ხმა ამბობდა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). ხილვით შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხნენ, როდესაც აიხედეს, მათ წინაშე მხოლოდ იესო იდგა. მან გააფრთხილა მომავალი მოციქულები, რომ ეს ამბავი არავისთვის ეთქვათ, ვიდრე მკვდრეთით არ აღდგებოდა. როგორც ცნობილია, იერუსალიმში ყოველწლიურად ხილული სამი სასწაული აღესრულება: აღდგომას ზეციური ცეცხლის გარდამოსვლა, ნათლისღებას (19 იანვარს), მდინარე იორდანეს უკუქცევა და 19 აგვისტოს, ფერისცვალების ღამეს, თაბორის მთაზე ღრუბლის მოსვლა.
უშიშროების სამსახური, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის 13 დაწესებულებაში ჩხრეკას ატარებს
უკრაინის უშიშროების სამსახურმა მართლმადიდებელი ეკლესიის 13 დაწესებულებაში (UOC, ყოფილი მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში) „კონტრდაზვერვითი აქტივობების" შესახებ გამოაცხადა. კიევი-პეჩორის ლავრაში ჩხრეკის შედეგები ცნობილია როგორც სამსახურის ვებგვერდზეა ნათქვამი, ღონისძიებები ჩერკასის, ვოლინისა და ხერსონის რეგიონებში მდებარე ობიქტებში მიმდინარეობს. „რუსეთის შეიარაღებული აგრესიის გათვალისწინებით, ეს ზომები მიიღება, სხვა საკითხებთან ერთად, რათა რელიგიური თემების გამოყენება გამოირიცხოს, ამასთან უკრაინული ეკლესია ვერ გამოიყენონ როგორც „რუსული სამყაროს“ უჯრედი და დაიცვან მოსახლეობა პროვოკაციებისა და ტერორისტული აქტებისაგან“, - ნათქვამია SBU-ს განცხადება. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური, ივანო-ფრანკოვსკის ეპარქიაში ჩხრეკას ატარებს შეგახსენებთ, რომ კიევის უდიდეს მონასტერში, კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკა 22 ნოემბერს ჩატარდა.