თეგი: მარი ლე პენი

BBC: ლე პენმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მარცხი აღიარა

ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, მარინ ლე პენმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები აღიარა. მისი თქმით, მარცხის მიუხედავად, მისი შედეგები მაინც გამარჯვებაა. მან აღნიშნა, რომ დაიწყებს „დიდ ბრძოლას საკანონმდებლო არჩევნებისთვის“, რომელიც ივნისში უნდა ჩატარდეს. გამოსვლის დასასრულს, მარინ ლე პენმა თავის მხარდამჭერებთან ერთად საფრანგეთის ეროვნული ჰიმნი შეასრულა. ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით 58%-ით საფრანგეთში, საპრეზიდენტო არჩევნებში ცენტრისტმა ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა. შესაბამისად, მისმა კონკურენტმა, ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, მარინ ლე პენმა 42% მიიღო. საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დღეს დაუპირისპირდნენ.  10 აპრილს არჩევნების პირველ ტურში 44 წლის მაკრონი ლიდერობდა ხმების 27,8%-ით. France24 წერს, რომ პროევროპელი მოქმედი პრეზიდენტი მიზნად ისახავს, გახდეს პირველი პრეზიდენტი ჟაკ შირაკის შემდეგ, რომელმაც ხელახალი არჩევნები მოიგო. ლე პენი, რომელმაც პირველ ტურში ხმების 23,1% მიიღო, საპრეზიდენტო არჩევნებში მესამედ იყრიდა კენჭს. 53 წლის ნაციონალისტი ლიდერი იმედოვნებდა, რომ გახდებოდა პირველი ქალი, ვინც ამ თანამდებობას დაიკავებდა.  საფრანგეთი პრეზიდენტს პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრით, 5-წლით ირჩევს.  ამავე თემაზე ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონმა 58%-ით გაიმარჯვა