თეგი: მაროიპოლი

მარიუპოლის მერის მრჩეველი: ლითონის მოსაპარად მარიუპოლის პორტში მეორე რუსული გემი შევიდა

ლითონის მოსაპარად მარიუპოლის პორტში მეორე რუსული გემი შევიდა, - ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პიოტრ ანდრიუშჩენკომ Telegram-ში დაწერა. რუსულ გემს მარიუპოლის პორტიდან ლითონი გააქვს მისივე თქმით, გემი მარიუპოლის პორტის აკვატორიაშია და ნაგლინი ლითონის ჩასატვირთად ემზადება. „მადა მოდის ჭამასთან ერთად. მაროდიორები - წერს ანდრიუშენკო. 29 მაისს უკრაინის ომბუდსმენმა ლუდმილა დენისოვამ რუსული გემების მერ მარიუპოლის პორტიდან ლითონის გატანასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.  მანამდე, უკრაინის ფოლადის უმსხვილესმა მწარმოებელმა, „მეტინვესტმა“, ომის დაწყებამდე განაცხადა, რომ მარიუპოლის პორტში ხუთი გემია, რომლებიც უკვე დატვირთულია ათიათასობით ტონა ფოლადით. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ შესაძლოა, რუსეთმა სცადოს ამ გემების ჩამორთმევა და ტვირთთან ერთად პორტიდან მათი უკანონოდ გატანა. რუსული მედიის მტკიცებით, რუსულ გემს მარიუპოლის პორტიდან ლითონი „სპეცოპერაციის დაწყებამდე“ დადებული ხელშეკრულებების შესაბამისად გამოაქვს. 26 მაისს რუსეთის სამხედრო სარდლობამ მარიუპოლის პორტის წყლის ტერიტორიის ნაღმებისა და ჩაძირული გემებისგან სრული გაწმენდის შესახებ განაცხადა.