თეგი: მარო დრაგი

მარიო დრაგი: პუტინთან საუბრისას უკრაინაში მშვიდობის იმედი ვერ დავინახე

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ უკრაინაში მშვიდობის დამყარების იმედი ვერ დაინახა. დრაგის განცხადებით, პუტინთან შავი ზღვის პორტებში შექმნილ კრიზისზეც ილაპარაკა და რუსეთის პრეზიდენტმა უთხრა, რომ სასურსათო კრიზისში დასავლეთის სანქციებია დამნაშავე. ნედ პრაისი: აშშ არ გააუქმებს სანქციებს რუსეთის ექსპორტზე, უკრაინის პორტების განბლოკვის სანაცვლოდ იყენებს თუ არა რუსეთი სასურსათო კრიზისს მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესამსუბუქებლად „მე ვთვლიდი, რომ ჩემი მოვალეობა იყო, გამომეჩინა ინიციატივა ჰუმანიტარული კრიზისის სიმძიმის გამო, რომელმაც შეიძლება, გავლენა იქონიოს მსოფლიოს ყველაზე ღარიბ ხალხზე”, - განაცხადა დრაგიმ პრესკონფერენციაზე. ლიეტუვამ უკრაინული მარცვლეული მიიღო. მიზანი კლაიპედას პორტის გამოყენებით ექსპორტის განახლებაა პოლ გობლი: სანქციები არ უნდა მოიხსნას, ვიდრე რუსეთის ძალები არ დატოვებენ უკრაინის მთელ ტერიტორიას მისი თქმით, იტალია შავი ზღვის პორტებში დაბლოკილი მარცვლეულის ექსპორტის აღდგენას ცდილობს. „ასეთი მცდელობები პუტინს ბუნდოვნად ეჩვენება, მაგრამ სიტუაციის სიმძიმის გათვალისწინებით, ამის გაკეთება აუცილებელია“, - აღნიშნავს დრაგი. მარიო დრაგიმ ასევე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში პორტებში დაბლოკილი ხორბლის საკითხს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან განიხილავს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ომამდე უკრაინა მსოფლიოში სიმინდის მეოთხე და ხორბლის მეხუთე ექსპორტიორი ქვეყანა იყო. ხორბლით გლობალური ვაჭრობის თითქმის 30% მხოლოდ რუსეთსა და უკრაინაზე მოდის. 19 მაისს, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ პირველ რიგში აუცილებელია რუსეთის ექსპორტზე სანქციების მოხსნის საკითხის განხილვა და რომ რუსეთზე დაწესებული შეზღუდვები ხელს უშლის ნორმალურ თავისუფალ ვაჭრობას, მათ შორის საკვები პროდუქტების, ხორბლისა და სასუქების ჩათვლით. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე გაეცანით Europetime-ის სტატიას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.