თეგი: მარცვვლეულის შეთანხმება
ერდოღანი: თურქეთი, რუსეთის ყოყმანის მიუხედავად, სურსათის უსაფრთხოების პრობლემის გადასაჭრელად ძალისხმევას განაგრძობს
თურქეთი, რუსეთის ყოყმანის მიუხედავად, სურსათის უსაფრთხოების პრობლემის გადასაჭრელად ძალისხმევას განაგრძობს, ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. უკრაინა, თურქეთი და გაერო, მარცვლეულის დერეფანში გემების გადადგილებაზე, რუსეთის გარეშე შეთანხმდნენ „ჩვენ ვცდილობდით უკრაინასა და რუსეთში წარმოებული ხორბლის მიწოდებას შიმშილობის საფრთხის წინაშე მყოფი ქვეყნებისთვის, ერთობლივი მექანიზმის წყალობით, რომელიც სტამბულში შევქმენით. ჩვენი ძალისხმევით, უკრაინული ხორბალი ხელმისაწვდომი გავხადეთ მთელ მსოფლიოში და სასურსათო კრიზისის შემცირებას შევუწყვეთ ხელი. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ყოყმანობს, ჩვენ ფანვაგრძობთ ძალისხმევას, რათა კაცობრიობას ვემსახუროთ“, - განაცხადა ერდოღანმა სტამბოლში, სამედიცინო სამიტზე გამოსვლისას. 29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, სევასტოპოლში მომხდარ აფეთქებას ასახელებს. რუსეთი მას ტერაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ თავდასხმა კიევმა „ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით“ მოაწყო. უკრაინას აფეთქებაში მონაწილეობა არ დაუდასტურებია. შეგახსენებთ, 22 ივლისს, სტამბოლში, გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.