თეგი: მარცხი
ბენ უოლესი: რუსეთმა სტრატეგიული მარცხი განიცადა
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა, რუსეთის არმიის ხერსონიდან და მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან გასვლას „სტრატეგიული მარცხი" უწოდა. Unian: ხერსონის ცენტრში უკრაინის დროშა აღმართეს უოლესის თქმით, ხერსონის აღება იყო ერთადერთი სტრატეგიული მიზანი, რომლის მიღწევაც რუსეთის არმიამ ომის დასაწყისშივე შეძლო. „ახლა, როდესაც ეს ქალაქი დათმეს, რუსეთში ჩვეულებრივმა ხალხმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს კითხვა: „რისთვის ხდება ეს ყველაფერი?” ვოლოდიმირ ზელენსკი: დღეს ისტორიული დღეა, ჩვენ ვიბრუნებთ ხერსონს უკანონო, ფართომასშტაბიანი შეჭრის შედეგად, რუსეთის არმიამ ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგი განიცადა. მიაღწია მხოლოდ საერთაშორისო იზოლაციასა და დამცირებას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. ბენ უოლესის თქმით, უკრაინა განაგრძობს წინსვლას და დიდი ბრიტანეთი და საერთაშორისო საზოგადოება გააგრძელებს მის მხარდაჭერას. „მიუხედავად იმისა, რომ უკან დახევა უკრაინისთვის წამახალისებელია, საფრთხე, რომელიც კვლავ მომდინარეობს რუსეთის ფედერაციიდან, არ შეიძლება არ შეფასდეს“, - თქვა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა. 2022 წლის 11 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხერსონიდან მათი ძალების გაყვანა დასრულდა. 11 ნოემბერს, დილით ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ფოტოები, რომლებშიც ჩანდა, რომ ხერსონის ცენტრში უკრაინის დროშა ფრიალებდა. მოგვიანებით, მედიაში გავრცელდა სამხედროების ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის ვიდეოები. ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში უკრაინელი სამხედროების ქალაქ ხერსონში შესვლას, ისტორიული უწოდა.