თეგი: მასობრივი საფლავი
გაერო იზიუმში, მასობრივი სამარხის მტკიცებულებების გადასამოწმებლად მისიას აგზავნის
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს სურს გაგზავნოს ჯგუფი იზიუმში, რათა გადაამოწმოს უკრაინის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსეთის ჯარისგან გათავისუფლების შემდეგ, იზიუმში, მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი ყველგან სიკვდილს ტოვებს და ამისთვის პასუხი უნდა აგოს „ჩვენს კოლეგებს უკრაინაში ესმით ეს ბრალდებები და აპირებენ მოაწყონ მონიტორინგის ვიზიტი იზიუმში ამ ადამიანების გარდაცვალების გარემოებების გარკვევის მიზნით“, - თქვა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ელიზაბეტ ტროსელმა. 15 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმთან, ტყეში 440-მდე მოკლული ადამიანის სამარხია აღმოჩენილი.