თეგი: მასუდ პეზეშკიანი

ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მუსლიმების წინააღმდეგ ომის გამოცხადებაა - შურისძიება ლეგიტიმურია

ირანის პრეზიდენტის მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, აშშ-სა და ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობა მუსლიმების წინააღმდეგ ომის გამოცხადებაა. „ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლესი პოლიტიკური ავტორიტეტისა და მსოფლიოში შიიზმის გამოჩენილი ლიდერის მკვლელობა აღიქმება, როგორც მუსლიმების, განსაკუთრებით კი შიიტების წინააღმდეგ ომის ღია გამოცხადება მთელ მსოფლიოში,“ - განაცხადა პეზეშკიანმა სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელებულ მიმართვაში. მისი თქმით, ხამენეის მკვლელობისთვის შურისძიება ისლამური რესპუბლიკის უფლება და ვალდებულებაა. „ირანის ისლამური რესპუბლიკა თავის კანონიერ მოვალეობად და უფლებად მიიჩნევს, შური იძიოს ამ ისტორიული დანაშაულის მონაწილეებისა და ორგანიზატორების მიმართ,“ - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა. ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანმა ალი ლარიჯანიმ განაცხადა, რომ ამერიკელებმა ირანელ ხალხს გულში დანა ჩაარტყეს: „ჩვენც მათ გულში დანით დავჭრით.“ მისი თქმით, ირანი აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ შურს იძიებს. ლარიჯანის თქმით, ირანმა რეგიონის ლიდერები დაარწმუნა, რომ მათთან ომი არ სურს, მაგრამ გააგრძელებს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ამერიკული ბაზების მიზანში ამოღებას.  

ირანული მედია თავდაცვის მინისტრის და შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის სიკვდილს ადასტურებს

ირანის პრეზიდენტის მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, აშშ-სა და ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობა მუსლიმების წინააღმდეგ ომის გამოცხადებაა. „ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლესი პოლიტიკური ავტორიტეტისა და მსოფლიოში შიიზმის გამოჩენილი ლიდერის მკვლელობა აღიქმება, როგორც მუსლიმების, განსაკუთრებით კი შიიტების წინააღმდეგ ომის ღია გამოცხადება მთელ მსოფლიოში,“ - განაცხადა პეზეშკიანმა სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელებულ მიმართვაში. მისი თქმით, ხამენეის მკვლელობისთვის შურისძიება ისლამური რესპუბლიკის უფლება და ვალდებულებაა. „ირანის ისლამური რესპუბლიკა თავის კანონიერ მოვალეობად და უფლებად მიიჩნევს, შური იძიოს ამ ისტორიული დანაშაულის მონაწილეებისა და ორგანიზატორების მიმართ,“ - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა. თავის მხრივ, ირანის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ ალი ლარიჯანიმ პირობა დადო, რომ აშშ-ს და ისრაელს, მათი თავდასხმის საპასუხოდ, ისეთი ძალით დაარტყამს ირანი, როგორიც დღემდე არ უნახავთ. ლარიჯანის თქმით, ირანმა რეგიონის ლიდერები დაარწმუნა, რომ მათთან ომი არ სურს, მაგრამ გააგრძელებს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ამერიკული ბაზების მიზანში ამოღებას. ცნობისთვის, ირანული სახელმწიფო მედია თავდაცვის მინისტრის, შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის, რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის და თავდაცვის საბჭოს მდივნის დაღუპვას ადასტურებს. მოკლულია ალი შამხანი, ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის მრჩეველი იყო.  ლიკვიდირებულია ქვეყნის თავდაცვის მინისტრი აზიზ ნასირზადეც. მანამდე ირანმა კიდევ ორი მნიშვნელოვანი ფიგურის: ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელის გენერალ-მაიორ მოჰამედ პაკპურის და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალი შამხანის გარდაცვალება დაადასტურა.  „ეროვნული პოლიციის დაზვერვის ხელმძღვანელი, გენერალი ღოლამრეზა რეზაიანი, გუშინდელი (შაბათს) მტრის თავდასხმების შემდეგ დაიღუპა,“ - იტყობინება Fars-ის სააგენტო. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დღეს დილით დასავლეთ და ცენტრალურ ირანში სულ მცირე 30 ობიექტი დაბომბეს. ამერიკის შეერთებული შტატების ორმა ოფიციალურმა პირმა CBS News-ს დაუდასტურა, რომ აშშ-მა და ისრაელმა ირანზე დარტყმების მეორე ტალღა განახორციელეს.