თეგი: მაღალჩინოსანი
რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსანი თანამადებობას ტოვებს
რუსული მედია, საბიუჯეტო და საფინანსო ბაზრების ფედერაციის საბჭოს კომიტეტის ხელმძღვანელ ანატოლი არტამონოვზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის ფედერაციის საბჭომ, აუდიტის პალატის ხელმძღვანელის თანამდებობიდან ალექსეი კუდრინის გათავისუფლებაზე, რუსეთის პრეზიდენტის წარდგენა მიიღო. მანამდე რუსული მედია წერდა, რომ კუდრინი სამუშაოდ, ახალწლამდე Yandex-ში გადავა, მას შემდეგ რაც რუსეთის ფედერაციის აუდიტის პალატის ხელმძღვანელის თანამდებობას დატოვებს. რუსეთის ფედერაციის პროფილური კომიტეტი კუდრინის გადადგომის საკითხს 29 ნოემბერს განიხილავს. გავრცელებული ინფორმაციით, აუდიტის პალატის თავმჯდომარის პოსტზე, სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალექსანდრე ჟუკოვის, კანდიდატურა განიხილება.