თეგი: მესამე მსოფლიო ომი

რომის პაპი: მესამე მსოფლიო ომი უკვე გამოცხადებულია

რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაური, პაპი ფრანცისკე მიიჩნევს, რომ დედამიწაზე მესამე მსოფლიო ომია გამოცხადებული. ამის შესახებ თურქული მედია გამოცემა La Stampa-ზე დაყრდნობით წერს. რომის პაპი: გთხოვთ, კაცობრიობა არ გაანადგუროთ „რამდენიმე წლის წინ გამიჩნდა განცდა, რომ მესამე მსოფლიო ომში ნაწილ-ნაწილ ვცხოვრობთ. დღეს კი მჯერა, რომ მესამე მსოფლიო ომი გამოცხადდა“, - აცხადებს რომის პაპი. უკრაინელი ბავშვი რომის პაპს: შეგიძლიათ უკრაინაში ჩახვიდეთ ყველა ბავშვის გადასარჩენად, ვინც ახლა იქ იტანჯება? რომის პაპი: გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ ხორბალს, მთავარ საკვებს, როგორც ომის იარაღს მისი თქმით, საჭიროა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა ემართება კაცობრიობას, „რომელიც ერთ საუკუნეში სამ მსოფლიო ომს გადაურჩა“. მან გაიხსენა აფრიკის ზოგიერთ რეგიონში მიმდინარე ომები, ასევე რუანდაში 25 წლის წინ მომხდარი კონფრონტაცია. პონტიფიკოსმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მსოფლიო ომის მდგომარეობაშია. 4 ივნისს, რომის პაპმა ფრანცისკემ ბავშვებთან შეხვედრისას უკრაინელ ბავშვს განუცხადა, რომ უკრაინაში ჩასვლა სურს და შესაძლო ვიზიტს უკრაინის ოფიციალურ პირებთან განიხილავს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.