თეგი: მეჰმეთ უიარი

სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს ქალი ფეხბურთელის გაუპატიურების საქმეზე 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს სააპელაციო სასამართლომ 27 ნოემბერს შეცვალა პირველი ინსტანციის გამამართლებელი განაჩენი და ქალთა საფეხბურთო კლუბ „ნიკე-ლუსოს“ ყოფილი პრეზიდენტი მეჰმეთ უიარი ამავე კლუბის 20 წლის ფეხბურთელის გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნო. სასამართლომ მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ფეხბურთელის ადვოკატმა ანა თავხელიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. თავხელიძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ სხდომა სააპელაციო სასამართლოში ამ საქმეზე დღეს გაიმართა. ადვოკატი სხდომას არ დასწრებია. მისი თქმით, განაჩენის შესახებ პროკურორისგან შეიტყო.