თეგი: მე-4 მუხლი
მატეუშ მორავეცკი: პოლონეთი ამ დროისთვის, NATO-ს მე-4 მუხლის ამოქმედებას გამორიცხავს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავეცკი ამ დროისთვის, NATO-ს მე-4 მუხლის ამოქმედებას გამორიცხავს. „ჩვენ განვიხილავთ მე-4 მუხლის (NATO-ს ხელშეკრულების) ამოქმედების საფუძველს. ამ დროისთვის, შეგროვებული მტკიცებულებების უმეტესობა მიუთითებს იმაზე, რომ ეს ინსტრუმენტი ესკალაციის ამ ეტაპზე არ არის აუცილებელი. თუმცა ყველაფერი ჩვენს ხელშია“, - განაცახდა მორავიეცკიმ. მისივე თქმით, მე-4 მუხლის გამოყენებისთვის ყველა პროცედურა გამართულად მუშაობდა. „აქედან გამომდინარე, ეს იმის მტკიცებულებაა, რომ პოლონეთი არის საიმედო ალიანსში, სადაც შესაბამისი პროცედურები მნოქმედებს“, - აღნიშნა მორავაცკიმ. მანამდე, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ პოლონეთში მომხდარი ინციდენტის გამო, NATO-ს ქვეყნები არ აპირებენ აამოქმედონ ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების მე-4 მუხლი, რომელიც გარე საფრთხეზე რეაგირების მექანიზმია. Reuters-მა NATO-ს წყაროზე დარდნობით დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „დიდი შვიდეულის“ (G7) და NATO-ს პარტნიორებს უთხრა, რომ აღმოსავლეთ პოლონეთში აფეთქება უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტამ გამოიწვია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.