თეგი: მზესუმზირის ზეტი
რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მზესუმზირის ზეთის ექსპორტი დროებით შეზღუდა
რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მზესუმზირის ზეთის ექსპორტის დროებით შეზღუდვის შესახებ, ინფორმაცია უწყების ტელეგრამ არხზე გავრცელდა. კერძოდ, 15 აპრილიდან, 31 აგვისტოს ჩათვლით რუსეთიდან 1.5 მილიონ ტონაზე მეტი ზეთის ექსპორტი აიკრძალება. 1 აპრილიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, სრულად იკრძალება რუსეთიდან მზესუმზირის ექსპორტიც. რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება მზესუმზირის ზეთის დეფიციტისა და ფასის ზრდის პრევენციისთვის მიიღო. „საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში იმპორტირებული მზესუმზირის ზეთის 76.7% რუსულია.