თეგი: მივლინება
ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა არსებული 15 ლარიდან 30 ლარამდე იზრდება
ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა არსებული 15 ლარიდან 30 ლარამდე, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „კერძოდ, იზრდება ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა არსებული 15 ლარიდან 30 ლარამდე იზრდება, ხოლო ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ნორმები განისაზღვრება თითოეულ ქვეყანასთან მიმართებით, არსებული რეალობის გათვალისწინებით. ცვლილების შედეგად, უზრუნველყოფილი იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მივლინებისას სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების დღევანდელ რეალობასთან მაქსიმალურად შესაბამისობა. განახლებული ნორმებით იხელმძღვანელებს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორი, რომლისთვისაც ანალოგიური ნორმები დადგინდება ფინანსთა მინისტრის ბრძანებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.