თეგი: მიკოლაევის ოლქი

უკრაინა: მიკოლაევის ოლქი, რუსული არმიისგან თავისუფალია

მიკოლაევის ოლქი, რუსული არმიისგან თავისუფალია. ამის შესახებ რეგიონის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა დღეს თავის ტელეგრამის არხზე დაწერა. მისი თქმით, რუსეთი აკონტროლებს მხოლოდ „კინბურნის შპიტს“, რომელიც მდინარე დნეპრის სანაპიროზე ტურისტული ადგილია.  კიმი და რეგიონის რამდენიმე ლიდერი დღეს სნეგირევკას, დაახლოებით ერთი დღის წინ გათავისუფლებულ დასახლებას ეწვივნენ. მათ კომუნალური ქსელების, საავადმყოფოს მდგომარეობა შეისწავლეს და მოსახლეობას დაჰპირდნენ, რომ უკრაინულ ტელეარხებზე წვდომას მალე აღადგენდნენ. კიმმა მოუწოდა ყველა გათავისუფლებული ტერიტორიის მცხოვრებს, მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ იმ ნაღმების გამო, რომლებიც შესაძლოა, რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ დარჩა.