თეგი: მიხაილ ფედოროვი

ფედოროვი: იქნება მეტი დრონი, მეტი თავდასხმა და ნაკლები რუსული გემი

უკრაინის ვიცე-პრემიერმა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილ ფედოროვმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2023 წელს უკრაინაში დრონების წარმოება 100-ჯერ მეტად გაიზარდა წინა წელთან შედარებით. მინისტრის თქმით, უკრაინა ხელოვნური ინტელექტის სისტემებს ტესტავს, რომლებსაც მიზნის რამდენიმე კილომეტრის მოშორებით შეუძლიათ ლოკალიზება და მასზე დრონების გაშვება, რადიოლოკაციური ბრძოლის საშუალებების გამოყენების შემთხვევაშიც კი. „მეტი დრონი იქნება, მეტი თავდასხმა იქნება, ნაკლები რუსული გემი იქნება. ეს დანამდვილებით. ვფიქრობ, ამა წლის ბოლომდე, წინას თუ შევადარებთ, ეს ზრდა დაახლოებით, 120-140-ჯერ იქნება,” - განაცხადა ფედოროვმა.