თეგი: მიხეილ გომიაშვილი
61 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი მიხეილ გომიაშვილი
61 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი მიხეილ გომიაშვილი. როგორც ცნობილია, მსახიობი გულის შეტევით გარდაიცვალა. ცნობისთვის, მიხეილ გომიაშვილი დაიბადა 1961 წლის 23 მარტს. 1986 წელს დაასრულა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. მიხეილ გომიაშვილი 1994 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის სამსახიობო დასში ირიცხებოდა. მიღებული აქვს „ოქროს ნიღბის“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გრან-პრი სპექტაკლებში „მამა“ და „ART-ხელოვნება“. იყო არაერთი კინო თუ თეატრალური როლის შემსრულებელი.