თეგი: მიხეილ ხოდორკოვსკი
რუსეთმა უცხოელი აგენტების სიაში კასპაროვი და ხოდორკოვსკი შეიყვანა
რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ ბიზნესმენი მიხეილ ხოდორკოვსკი და მოჭადრაკე გარი კასპაროვი "უცხოელ აგენტებად" გამოაცხადა. ხოდორკოვსკი და კასპაროვი „პოლიტიკური საქმიანობის განმახორციელებელ“ პირთა - „უცხოელი აგენტების“ სიაში მოხვდნენ. რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ხოდორკოვსკი უკრაინას დაუკავშირა, კასპაროვი უკრაინას და ამერიკის ადამიანის უფლებათა ფონდს. ახლა ფიზიკურ პირთა „უცხოელი აგენტების“ სიაში შვიდი ადამიანია. ხოდორკოვსკის და კასპაროვის გარდა, ესენი არიან წამყვანი ევგენი კისელევი, ჟურნალისტი მატვეი განაპოლსკი, ალექსეი ნავალნის მოკავშირე ლეონიდ ვოლკოვი, პოლიტიკოსი ვლადიმერ კარა-მურზა, რეპერი ალიშერ მორგენშტერნი. „უცხოელი აგენტების“ ფიზიკურ პირთა რეესტრის შექმნა კანონით იყო გათვალისწინებული ჯერ კიდევ 2020 წელს, მაგრამ რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ მისი შევსება მხოლოდ 2022 წლის გაზაფხულზე დაიწყო.