თეგი: მოდერნიზაცია

თბილისის მეტროს მოდერნიზაციისთვის საქართველო EBRD-ისგან €55.6 მილიონს მიიღებს

თბილისის მეტროს მოდერნიზაციისთვის საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან, დაახლოებით, €55.6 მილიონს მიიღებს. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შესაბამისი შეთანხმება საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის დღეს, 17 იანვარს გაფორმდა. უწყების ინფორმაციით, სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტმა პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში, მარკ ბოუმენმა, „დაახლოებით 55.6 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მოხმარდება თბილისის მეტროს სადგურების რეაბილიტაციასა და მეტროს ესკალატორების განახლებას. პროექტს განახორციელებს თბილისის მერია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მეშვეობით“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.