თეგი: მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე
ამერიკის საელჩო: ჩვენი არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტიაა ხელისუფლებაში
აშშ-ის საელჩო მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის ირგვლი შექმნილ ვითარებას მოკლე განცხადებით გამოეხმაურა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „30 წელია, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, რომლებიც მიმართულია მისი დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ჩვენი არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია არის ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა თანხვედრაშია როგორც საქართველოს, ისე ამერიკის კანონმდებლობასთან“, - აცხადებს ამერიკის საელჩო. „ქართული ოცნების“ თავმდჯომარე ირაკლი კობახიძის განცხადევით, ოპოზიციამ აშშ-ის საელჩო პირდაპირ დაადანაშაულა მოსამართლეზე ზეწოლაში - აშშ-ის დუმილი კი იმას ნიშნავს, რომ რასაც ოპოზიცია ავრცელებდა, დემაგოგია და სიცრუეა. 24 მაისს, კობახიძემ პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა აშშ-ის საელჩოს, განცხადება გაევრცელებინა, რათა მისი თქმით, მოსამართლე ჩხიკვაძეზე სპეკულაციები დასრულდეს. კობახიძემ თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ ამერიკელი დიპლომატებისთვის სისხლის სამართლის დანაშაულის დაბრალება რბილად რომ ვთქვა, უკიდურესად უპასუხისმგებლო აქტია. მანამდე, მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ამერიკის საელჩომ პროგრამიდან მოხსნა. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, როგორც წესი, მისი პროგრამის მონაწილეების შერჩევის პროცესზე კომენტარს არ აკეთებს.