თეგი: მოსკოვის საფონდო ბირჟა

ბრიტანეთი მოსკოვის საფონდო ბირჟას ოფიციალურად აღარ აღიარებს

დიდი ბრიტანეთი მოსკოვის საფონდო ბირჟის (MOEX), როგორც ქვეყნის მიერ ოფიციალურად აღიარებული სავაჭრო ბირჟის სტატუსის გაუქმებას გეგმავს. ამის შესახებ ბრიტანეთის ხელისუფლების განცხადებაშია ნათქვამი. აღიარებული საფონდო ბირჟის სტატუსი არის მარეგულირებლის მიერ მინიჭებული კლასიფიკაცია კვალიფიციური საფონდო ბირჟების დაბეგვრის გასაადვილებლად. ფინანსთა მინისტრმა ლუსი ფრეზერმა აღნიშნა, რომ „მოსკოვის საფონდო ბირჟის აღიარების ოფიციალურად გაუქმება არის მკაფიო სიგნალი, რომ რუსეთში ახალი ინვესტიცია არ შემოვა. ბრიტანული მარეგულირებელი აღნიშნავს, რომ ასეთი ზომები გამოწვეულია, რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის შეზღუდვებით, რომელიც ბროკერებს უკრძალავს აქტივების გაყიდვას არარეზიდენტების სახელით. ეს ნიშნავს, რომ ბირჟა აღარ მუშაობს კომერციული სტანდარტების მიხედვით. სამშაბათს მარეგულირებელმა დაიწყო ორკვირიანი კონსულტაცია, მათ შორის სტატუსის გაუქმების ბრძანების პროექტის განხილვა. ამასთან, დოკუმენტი ისეა შემუშავებული, რომ ბრიტანელმა ინვესტორებმა არ იგრძნონ ცვლილება მოსკოვის ბირჟაზე არსებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით. მარეგულირებელი მიიჩნევს, რომ ეს მიდგომა „სამართლიანია და იცავს ბრიტანელი გადასახადების გადამხდელთა ინტერესებს“.