თეგი: მოსკოვი-ერევანი
მოსკოვი-ერევნის რეისი გადაიდო მას შემდეგ, რაც მგზავრმა განაცხადა, რომ ხელბარგში ბომბი აქვს - მედია
მოსკოვის შერემეტევოს საერთაშორისო აეროპორტმა 24 მარტს გადადო ფრენა ერევნის მიმართულებით მას შემდეგ, რაც მგზავრმა განაცხადა, რომ ხელბარგში „ბომბი“ ჰქონდა, იტყობინებიან რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები TASS და RIA Novosti. რია ნოვოსტის ცნობით, აეროპორტში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. ორი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა მოსკოვთან მდებარე საკონცერტო დარბაზში, რის შედეგადაც 130-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 140 დაშავდა. „ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო, თუმცა რუსი ოფიციალური პირები ცდილობენ, მომხდარი უკრაინას მტკიცებულებების გარეშე დაუკავშირონ. შაბათს, 23 მარტს ვლადიმირ პუტინმა სატელევიზიო მიმართვაში ისაუბრა Crocus City Hall-ში მომხდარი ტერაქტის შესახებ. მან აღნიშნა, რომ ტერაქტთან დაკავშირებული ყველა პირი დაკავებულია. პუტინის თქმით, ტერორისტები დაკავებამდე მიემართებოდნენ უკრაინისკენ, სადაც მათთვის უკრაინის მხრიდან თითქოს, მომზადებული იყო „ფანჯარა“ საზღვრის გადასაკვეთად. მას დეტალები არ დაუკონკრეტებია. თეთრი სახლი მოსკოვთან თავდასხმაზე: ეს იყო ტერაქტი და მომხდართან უკრაინას კავშირი არ აქვს ზელენსკი მოსკოვთან თავდასხმაზე: არარაობა პუტინი ერთი დღე ფიქრობდა, როგორ დაეკავშირებინა უკრაინასთან