თეგი: მსოფლიო მემკვიდრეობის სია
იუნესკომ ქალაქი ოდესა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა
იუნესკომ (გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია) უკრაინის საპორტო ქალაქი ოდესა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა. გადაწყვეტილება პარიზში დაჩქარებული პროცედურის შემდეგ დამტკიცდა. ამის შესახებ კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩენკომ განაცხადა. ქალაქის ცენტრი იდენტიფიცირებულია, როგორც ნგრევის საფრთხის ქვეშ მყოფი ტერიტორია. ოდესის საკრებულომ მადლობა გადაუხადა იუნესკოსა და ევროპის ქვეყნების მთავრობებს მხარდაჭერისთვის. „ჩვენ კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ, რომ ოდესა არის უკრაინული ქალაქი და ასევე ევროპის სული. რაც აისახება მის უნიკალურ მემკვიდრეობაზე, რომელიც ევროპელებმა შექმნეს. ახლა კი ეს მემკვიდრეობა საიმედო დაცვის ქვეშაა“, – აღნიშნეს ქალაქის საკრებულოში.