თეგი: მსოფლიო ჩემპიონი

ქართველი უშუისტი საბა ბუთხუზი მსოფლიო ჩემპიონია

ქართველი უშუისტი საბა ბუთხუზი ინდონეზიის ქალაქ ტანგერანგში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. "ქართველი უშუისტი საბა ბუთხუზი ინდონეზიის ქალაქ ტანგერანგში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია, ფინალურ შეხვედრაში ქართველმა სპორტსმენმა ჩინეთის წარმომადგენელი მაკაო დაამარცხა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.