თეგი: მშვიდობის კორპუსი
საქართველოში მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა მე-20 ჯგუფი მუშაობას იწყებს
საქართველოში მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა მორიგი ჯგუფი მუშაობას იწყებს. USAID-ის განცხადებით, მშვიდობის კორპუსი განაგრძობს ქართველი ხალხის სამსახურში ყოფნას და 15 მაისს 16 ახალი მოხალისის ფიცის დადების ცერემონიას მართავს. მოხალისეებს შორისაა ინგლისური ენის 13 მასწავლებელი 3 ორგანიზაციული განვითარების მრჩეველი, რომლებმაც წარმატებით გაიარეს თერთმეტკვირიანი წინა-სამსახურეობრივი ტრენინგი,მოიცავდა ქართულ ენასა და კულტურას, სამსახურთან დაკავშირებულ სპეციალიზირებულ უნარებს, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. სასწავლო პროცესის ფარგლებში, იმისათვის რომ უკეთ ადაპტირებულიყვნენ გარემოში, მოხალისეები ქართულ მასპინძელ ოჯახებში ცხოვრობდნენ შიდა ქართლში. მოხალისეობის ფიცის დადების ცერემონია გაიმართება ორშაბათს, 15 მაისს, შერატონ მეტეხი პალასში 12 საათიდან 14 საათამდე. ცერემონიას დაესწრებიან: ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მასპინძელი ოჯახები, მშვიდობის კორპუსის თანამშრომლები და მშვიდობის კორპუსის ყოფილი მოხალისეები, რომლებიც საქართველოსა და სხვა ქვეყნებში მსახურობდნენ. „საქართველოს მთავრობის თხოვნით, მოხალისეები ჩაერთვებიან ინდივიუალური და ორგანიზაციული განვითარებისა და განათლება და ზრდა ახალგაზრდებთან ერთად მომავლისთვის პროგრამებში. ისინი ითანამშრომლებენ ადგილობრივ სკოლებსა და ორგანიზაციებთან და ხელს შეუწყობენ ახალგაზრდებში ინგლისური ენის უნარების გაუმჯობესებას, სწავლების მეთოდების განვითარებას, ახალგაზრდობის განვითარების ღონისძიებების დაგეგმვასა და ჩატარებას, ორგანიზაციული განვითარების ხეშესაწყობას, დასაქმებისა და მეწარმეობის უნარების განვითარებას. ისინი იცხოვრებენ და იმუშავებენ საქართველოს 9 რეგიონში: იმერეთში, გურიაში, კახეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში“, - აცხადებენ აშშ-ის განვითარების სააგენტოში (USAID). მშვიდობის კორპუსის შესახებ მშვიდობის კორპუსი მოხალისეების, მასპინძელი ქვეყნების თემების, პარტიორებისა და თანამშრომლებისგან შემდგარი საერთაშორისო ქსელია, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოში მშვიდობისა და მეგობრობის ხელშეწყობას. ადგილობრივი მთავრობების მოწვევით მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მშვიდობის კორპუსის მოხალისეები მასპინძლებთან ერთად მუშაობენ ადგილობრივ პრიორიტეტულ საჭიროებებზე განათლების, ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, თემის ეკონომიკური განვითარებისა და ახალგაზრდების განვითარების საკითხებზე. მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა ქსელის წევრები ივითარებენ მომავლის ლიდერებისთვის აუცილებელ უნარებსა და ინტერკულტურულ კომპეტენციებს. მას შემდეგ რაც 1961 წელს პრეზიდენტმა კენედიმ მშვიდობის კორპუსი დაარსა, 240 000-ზე მეტმა მოხალისემ იმუშავა, მსოფლიოს 142 ქვეყანაში. საქართველოს მშვიდობის კორპუსის შესახებ საქართველოს მშვიდობის კორპუსი 2001 წელს დაარსდა საქართველოს მთავრობის მოწვევით. პირველი ჯგუფი შედგებოდა 21 მოხალისისგან, რომლებიც ინგლისურს ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად ასწავლიდნენ. 2004 წელს პროგრამა გაფართოვდა და დაიწყო ორგანიზაციული განვითარების ხელშეწყობაც. 900-ზე მეტმა ამერიკელმა მოხალისემ იმუშავა საქართველოში და ადგილობრივ პარტნიორებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და ამერიკული კულტურა, ხოლო ამერიკელებს გააცნო საქართველოს მშვენიერი კულტურა.