თეგი: მცენარეული ზეთი

პოლონეთი და უკრაინა მცენარეული ზეთის ტრანსპორტირებისთვის მილსადენის აშენებას გეგმავენ

პოლონეთი და უკრაინა მცენარეული ზეთის ტრანსპორტირებისთვის მილსადენის აშენებას გეგმავენ, რომლითაც უკრაინული მცენარეული ზეთის  გდანსკის პორტში ტრანსპორტირება განხორციელდება.  პოლონეთის მინისტრთა საბჭომ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ურთიერთგაგების მემორანდუმი მოიწონა და მცენარეული ზეთის ტრანსპორტირებისთვის მილსადენის აშენებას მშენებლობას მხარს უჭერს.   პროექტის განხორციელებაში უკრაინისა და პოლონეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროები ჩაერთვებიან. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, შეიქმნება მუშა ჯგუფები, რომლებიც მილსადენის მშენებლობისთვის ადგილს შეარჩევენ, ასევე განსაზღვრავენ ტექნიკურ პარამეტრებსა და მშენებლობის პირობებს.