თეგი: ნავთობის ტრანზიტი

„ტრანსნეფტი“: უნგრეთს, ჩეხეთსა და სლოვაკეთს უკრაინის გავლით ნავთობის მიწოდება შეუწყდათ

რუსულმა ნავთობკომპანია Transneft-მა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსული ნავთობის ტრანზიტი „დრუჟბის“ მილსადენის სამხრეთ ნაწილში სანქციების გამო შეაჩერა. რუსული კომპანია აცხადებს, რომ ასევე სანქციების გამო, ტრანზიტის საფასურის გადახდა ვერ შეძლეს.  უკრაინულმა „უკრტრანსნაფტამ“, („ნაფტოგაზის“ შვილობილი)  4 აგვისტოდან უნგრეთში, ჩეხეთში და სლოვაკეთში რუსული ნავთობის ტრანზიტი შეაჩერა. ივნისში ევროკავშირმა შეათანხმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი, რომელიც რუსეთის ნავთობზე უარის თქმას ითვალისწინებს. მაგრამ სანქციები არ გავრცელდა „დრუჟბაზე“,  რადგან უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის ნავთობის ალტერნატიული წყაროს სწრაფად მოძიება ვერ მოხერხდა. „ტრანსნეფტმა“ განაცხადა, რომ ტრანზიტის საფასურის გადახდა ვერ მოხერხდა სანქციების მეშვიდე პაკეტის გამო, რომელიც ევროკავშირმა ივლისში შეათანხმა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ უკრაინამ გააგრძელა ევროპაში რუსეთის გაზისა და ნავთობის ტრანზიტი, მოსკოვმა კი - ტრანზიტის საფასურის გადახდა. ნავთობის ტრანზიტზე მოქმედი შეთანხმება 2019 წლის დეკემბერშია მიღწეული და 2030 წლის იანვრამდე მოქმედებს. ცნობისთვის, „დრუჟბა“ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობსადენია, რომლის სიგრძე დაახლოებით 5500 კმ-ია. იგი სათავეს იღებს ქალაქ ალმეტიევსკში (თათარტანის რესპუბლიკა, რუსეთი), რის შემდეგაც გადის სამარასა (RF) და ბრაიანსკში (RF) მოზირში (ბელორუსია). მოზირში „მილი“ დაყოფილია სამხრეთ განშტოებად, რომელიც გადის უკრაინაში და მიდის ჩეხეთის რესპუბლიკაში, სლოვაკეთსა და უნგრეთში, ხოლო ჩრდილოეთ განშტოებად პოლონეთსა და გერმანიაში.  

Bloomberg: რუსეთმა ევროპაში ნავთობის ტრანზიტისთვის, საზღვაო ბაზრის 60% დაკარგა

რუსეთმა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროპაში ნავთობის ტრანზიტისთვის, საზღვაო ბაზრის 60% დაკარგა. ამის შესახებ Bloomberg წერს.  ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცა გამოცემის ცნობით, რუსეთი რვა კვირაში თითქმის მთლიანად დაკარგავს ამ ბაზარს და უახლესი სანქციები, ნაკადების სხვა ქვეყნებში გადამისამართებას მნიშვნელოვნად გაართულებს.  რას მოიცავს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი 7 ოქტომბრამდე ოთხი კვირის განმავლობაში, ევროპაში რუსული ნავთობის მიწოდება დღეში საშუალოდ 630 000 ბარელს შეადგენდა  რაც შეჭრამდე 1,62 მილიონი ბარელი იყო. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საბჭომ, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და ინდივიდუალური სანქციების ახალი, მერვე პაკეტი დაამტკიცა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.