თეგი: ნერვოლოგი
ნევროლოგი მიხეილ სააკაშვილზე: დაზიანება აქვს ზურგის ტვინის დონეზე, ასევე, თავის ტვინში მორფოლოგიური ცვლილებები აღენიშნება
ნევროლოგმა ოთარ თოიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, დაზიანება აღინიშნევა ზურგის ტვინის დონეზე და მორფოლოგიური ცვლილებებია თავის ტვინში. ოთარ თოიძის შეფასებით, სააკაშვილის ტვინის დაზიანება საყურადღებოა. „დიაგნოსტიკური ნაწილი უკვე დასრულებულია და კარგად არის ცნობილი თუ რა დიაგნოზები სჭირს ბატონ სააკაშვილს, ახლა ვსწავლობთ რამ გამოიწვია დამძიმება ამ სიტუაციის. ყველაზე მნიშნველოვანია ტვინის დაზიანება, ამ პროცესის შეჩერება შესაძლებელი იყო ადრეულ ეტაპზე, რაც გათვალისწინებული არ იყო სამედიცინო პერსონალის მიერ. ახალმა გამოკვლევებმა ნათელი შეიტანა ზოგიერთი, ჩვენთვის მანამდე უცნობი სინდრომის წარმოშობაში - კერძოდ, ნანახია დაზიანება ზურგის ტვინის დონეზე და მორფოლოგიური ცვლილებები თავის ტვინში. ახალი გამოკვლევები თავის დროზე უნდა გაკეთებულიყო, ამ შემთხვევაში ალბათ, არ ვიქნებოდით ასეთ სიტუაციაში“, - განაცხადა თოიძემ. ცნობისთვის, 16 ივნისს, ექსპრეზიდენტის საქმეზე გასვლითი სხდომა, რომელიც კლინიკა „ვივამედში" უნდა ჩატარებულიყო, გადაიდო. ნინო ლომჯარია: არ მაქვს მტკიცებულება, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა საქართველოში გამორიცხული და შეუძლებელია შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა. სააკაშვილი, საპატიმროში შიმშილობის შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობს. ოჯახი და მისი თანაგუნდელები ექსპრეზიდენტის სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ, მთავრობა თვლის, რომ სააკაშვილისთვის სრულფასოვანი მკურნალობის გაწევა საქართველოშიც შესაძლებელია.