თეგი: ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არსებითი საუბარი ჰქონდა
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არსებითი საუბარი ჰქონდა. ამის შესახებ ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. "არსებითი საუბარი მქონდა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, პრეზიდენტ ზელენსკის მხარდაჭერაზე და უკრიანისა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივებზე", - განაცხადა ზურაბიშვილმა. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილის თქმით, გერმანიის პრეზიდენტთან ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი ჰქონდა
მარკ რუტე: ვროკავშირში უკრაინის სწრაფი ინტეგრაცია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების სტაბილურობისთვის რისკს ქმნის
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე მიიჩნევს, რომ ევროკავშირში უკრაინის სწრაფი ინტეგრაცია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების სტაბილურობისთვის რისკს ქმნის. ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს. „ევროკავშირში გაწევრიანება არის პროცესი. გაწევრიანების პროცედურების დაჩქარება არ არსებობს. ეს რომ გავაკეთოთ, ჩვენ გაწევრიანების პროცესს პოლიტიკურს გავხდით, ეს კი არ უნდა მოხდეს“, – განაცხადა რუტემ. ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირი ომის შედეგად დაზარალებული უკრაინის აღდგენისთვის სპეციალურ ფონდს შექმნის