თეგი: ნიკოლაი ოლეშჩუკი

უკრაინის საჰაერო ძალების სარდალი: გვაქვს ინსტრუმენტები და შესაძლებლობა, მივწვდეთ მტერს იქ, სადაც ის ამას არ ელის

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის განცხადებით, სამხედროებს სულ უფრო მეტი ინსტრუმენტი და შესაძლებლობა აქვთ იმისთვის, რომ მისწვდნენ მტერს იქ, სადაც ის არ ელის. მისი თქმით, 24 იანვრის დღის განმავლობაში, რუსული პროპაგანდა მიმართავდა ყალბი ინფორმაციის ნაკადს გარე აუდიტორიისთვის - ცდილობდა უკრაინის დისკრედიტაციას მსოფლიო საზოგადოების თვალში. ”პროპაგანდის მიზანი აშკარაა. - მათ სურთ შეამცირონ ჩვენი სახელმწიფოს საერთაშორისო მხარდაჭერა. არ გამოუვათ! უკრაინას აქვს უფლება, დაიცვას თავი და და გაანადგუროს აგრესორის საჰაერო თავდასხმის საშუალებები,“ - აღნიშნა ოლეშჩუკმა. ნიკოლაი ოლეშჩუკის თქმით, საჰაერო ძალები არტყამდა, არტყამს და დაარტყამს მტერს სადაც არ უნდა იყოს ის, რათა დაიცვას ჩვენი მოქალაქეები მტრის ტერორისტული თავდასხმებისგან! „ხარკოვი, ხერსონი, დნეპრი, ზაპოროჟიე და ფრონტის ხაზის სხვა რეგიონები ყოველდღიურად და ყოველ ღამეს მტრის რაკეტების, ბომბების და დრონების ცეცხლის ქვეშ არიან. საჰაერო ძალები ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისწვდეს მტერს როგორც ცაში, ასევე მიწაზე. თქვენ კითხულობთ ჩვენს მოხსენებებს. ბევრი რუსული თვითმფრინავი და მათი ეკიპაჟი ვეღარასოდეს შეძლებენ ჩვენი ხალხის დატერორებას. ისინი განადგურებულნი არიან! ჩვენ გვაქვს უფრო და უფრო მეტი ინსტრუმენტი და შესაძლებლობა, რათა მივწვდეთ მტერს იქ, სადაც ის ამას არ ელის!” - აღნიშნა ნიკოლაი ოლეშჩუკმა. 24 იანვარს, რუსეთის ბელგოროდის ოლქის კოროჩანსკის რაიონში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა. რუსულმა მედიამ გაავრცელა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ანდრეი კარტაპოლოვის განცხადება, რომ თვითმფრინავში, სავარაუდოდ, ათობით უკრაინელი სამხედრო იმყოფებოდა, რომლებიც გასაცვლელად გადაჰყავდათ. უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ მხოლოდ დაადასტურა, რომ ტყვეების გაცვლა 24 იანვარს იგეგმებოდა.  

უკრაინელებმა კიდევ ერთი რუსული Su-34 ჩამოაგდეს - საჰაერო ძალები

უკრაინის სამხედროებმა კიდევ ერთი რუსული გამანადგურებელი სუ-34 ჩამოაგდეს, ამის შესახებ საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა 21 თებერვალს განაცხადა. საჰაერო ძალების ცნობით, ეს არის მეშვიდე რუსული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც უკრაინამ გასული კვირის განმავლობაში გაანადგურა.