თეგი: ნინო ელისაბედაშვილი

ორი ქვეყნის ისტორიული უნივერსიტეტი და მათ შორის გადებული თანამშრომლობის ხიდი — ნინო ელისაბედაშვილი, ამ კავშირის გული და სულისჩამდგმელი

დოტორესა ნინო ელისაბედაშვილის მიერ წლის განმავლობაში გაწეული აქტიური, მიზანმიმართული და მუხლჩაუხრელი მუშაობის შედეგად, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტსა (SEU) და რეჯო კალაბრიის ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტს (Università Mediterranea di Reggio Calabria) შორის თანამშრომლობის სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო. მისი ძალისხმევითა და უშუალო ჩართულობით, ორ უნივერსიტეტს შორის საფუძველი ჩაეყარა არაერთ გამოფენას, კულტურულ, სამეცნიერო, აკადემიურ და შემოქმედებით ინიციატივას, რამაც თანდათანობით მჭიდრო და მრავალმხრივი აკადემიური პარტნიორობის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. ამ თანამშრომლობის მნიშვნელოვანი შედეგი გახდა რეჯო კალაბრიის უნივერსიტეტის რექტორის ვიზიტი საქართველოში და ორ უნივერსიტეტს შორის ოფიციალური ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება. მემორანდუმი თანამშრომლობის მრავალ მიმართულებას მოიცავს, მათ შორის კულტურას, გამოფენებს, შემოქმედებით საქმიანობას, აგროკულტურას, ხელოვნურ ინტელექტს, ლიტერატურას, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებს, სამეცნიერო კონფერენციებსა და ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებს. ამ პარტნიორობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი გახდა რეჯო კალაბრიის ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტის დოცენტ მასიმილიანო ფერარას აქტიური აკადემიური თანამშრომლობა SEU-სთან. ორ უნივერსიტეტს შორის განვითარებულმა ურთიერთობამ და მისმა პირადმა აკადემიურმა წვლილმა საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა — მასიმილიანო ფერარას საქართველოში საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. აღნიშნული თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დოტორესა ნინო ელისაბედაშვილს მადლობას უხდიან როგორც რეჯო კალაბრიის ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტის დოცენტი მასიმილიანო ფერარა, ისე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის რექტორი. ეს მადლიერება მისი პროფესიული საქმიანობისა და ორ უნივერსიტეტს შორის წარმატებული პარტნიორობის ჩამოყალიბებაში შეტანილი წვლილის აღიარებაა. აღსანიშნავია, რომ ნინო ელისაბედაშვილი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის დოცენტი და ვიცე-რექტორია, ამავდროულად კი რეჯო კალაბრიის ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტის NEO Lab-ის მკვლევარი (Ricercatrice). სწორედ ამ ორმაგმა აკადემიურმა ჩართულობამ და მისმა პირადმა ინიციატივამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ორ უნივერსიტეტს შორის პროფესიული და ინსტიტუციური კავშირების გაღრმავებაში. ამ მნიშვნელოვანი პარტნიორობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში დოტორესა ნინო ელისაბედაშვილის როლი იყო ფუნდამენტური და განმსაზღვრელი. მისი თანმიმდევრული შრომის, პირადი ინიციატივების, პროფესიული ჩართულობისა და მუხლჩაუხრელი საქმიანობის შედეგად, დაწყებული თანამშრომლობა კონკრეტულ შედეგებად იქცა და ორ უნივერსიტეტს შორის გრძელვადიანი, ინსტიტუციური პარტნიორობის მტკიცე საფუძველი შეიქმნა.