თეგი: ნინო ომჯარია

მამუკა მდინარაძე: ნინო ლომჯარია „ნაციონალური მოძრაობის“ სახალხოდ დამცველად გადაიქცა

ნინო ლომჯარია, ამ ბოლო დროს განსაკუთრებით, „ნაცების“ სახალხოდ დამცველად გადაიქცა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, პრეზიდენტის ინსტიტუტისგან ნიკა გვარამიას შეწყალების მოლოდინი მთლად ლოგიკური არ არის. „ჩვენი არჩეულია, მიუხედავად იმისა, რომ „ნაცმოძრაობის" და მისი განშტოებები ძალიან ლობირებდნენ, ვიფიქრეთ, რომ კარგი, დავუშვათ ეს ე.წ. კვოტა და ეს ადამიანი თავს ზევით ძალას იპოვის და შეეცდება იყოს ნეიტრალური. მაგრამ ვერ ქნა. რაც შეეხება შეწყალებას, არ შეიძლება ამის მოლოდინზე ვისაუბრო, წარმოუდგენელია. ადამიანი უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებდა პრეზიდენტის ინსტიტუტს, პრეზიდენტს რომ პირადად აყენებდა, ეს კიდევ მეორე საკითხია, ამიტომ პრეზიდენტის ინსტიტუტიდან შეწყალების მოლოდინი მთლად ლოგიკური არ მგონია. მაგრამ ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ჯერ უნდა გავიხსენოთ ის ადამიანები, რომლებიც არა მილიონებისთვის, არამედ რამდენიმე ათასის ლარის ზიანისთვის სხედან ციხეში, თუ შესაწყალებელია, დაიწყოს იქიდან და მერე გადავიდეს მილიონების გამფლანგველზე, მიმთვისებელზე, არასწორად განმკარგავზე თუ მილიონებით დამზიანებელზე,"- განაცხადა მდინარაძემ.   ასევე წაიკითხეთ: ნინო ლომჯარია: ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი არსებითად დაუსაბუთებელია