თეგი: ნიჟნი-ნოვგოროდი
მედია: რუსეთში, ნიჟნი ნოვგოროდში, უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან უკრაინის დროშა აღმართეს
რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში, უშიშროების ფედერალური სამსახურის შენობის მახლობლად უკრაინის დროშა დაკიდეს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, დროშა ელექტროგადამცემი ხაზებიდან დაკიდეს და მოგვიანებით, ადგილობრივმა სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა ჩამოხსნეს. ნიჟნი ნოვგოროდი, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, რუსეთის სიდიდით მეექვსე ქალაქია, მოსკოვიდან აღმოსავლეთით, დაახლოებით, 400 კმ-ში მდებარეობს.
რუსეთი უკრაინის მხრიდან თავდასხმაზე საუბრობს
ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქსტოვის ინდუსტრიულ ზონაში, სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტზე დღეს დილით, სავარაუდოდ, დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის გამოც, ნავთობგადამამუშავებელ დანადგარში ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქარხანა რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობკომპანია „ლუკოილს“ ეკუთვნის. რუსული მედია ოლქის გუბერნატორზე, გლებ ნიკიტინზე დაყრდნობით წერდა, რომ დილით ქსტოვის ინდუსტრიულ ზონაში, სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტს უპილოტო საფრენი აპარატები დაესხნენ თავს, ახლა ადგილზე სპეციალური სამსახურები მუშაობენ და ყველა საჭირო ძალასა და საშუალებას იყენებენ ერთ-ერთ ნავთობგადამამუშავებელ დანადგარში ხანძრის ლოკალიზებისთვის.“ მისი თქმით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით არავინ დაშავებულა. ამასთან, ედაქალაქის მერ, სერგეი სობიანინი ამტკიცებს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა წუხელ რამენსკის რაიონში უკრაინული დრონი გაანადგურა, რომელიც მოსკოვისკენ მიემართებოდა. მისი ინფორმაციით, თავდასხმას ზიანი და მსხვერპლი არ მოჰყოლია. „საჰაერო თავდაცვის ძალებმა რამენსკის ურბანულ რაიონში მოსკოვის მიმართულებით მფრინავი დრონის თავდასხმა მოიგერიეს. ადგილზე, სადაც ნამსხვრევები ჩამოვარდა, წინასწარი მონაცემებით, ზიანი და მსხვერპლი არ ყოფილა. ადგილზე სასწრაფო დახმარების სპეციალისტები მუშაობენ," - აცხადებს მოსკოვის მერი. უკრაინული მედია წერს, რომ ორიოლში 12 მარტის ღამეს ნავთობის საცავზე დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე შეტევების შესახებ ცნობები ხშირია.