თეგი: ნიუ-იორკის შტატის სენატი
ნიუ-იორკის შტატის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ბიტკოინის მაინინგს, მინიმუმ ორი წლით კრძალავს
ნიუ-იორკის შტატის სენატმა მაინინგის ამკრძალავი კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც Proof-of-Work (PoW) სისტემის კრიპტოვალუტების, მათ შორის, ბიტკოინის მაინინგს მინიმუმ ორი წლით კრძალავს.კანონმდებლების განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, შესაძლებელი იქნება გარემოზე მიყენებული ზიანის შემცირება და მდგრადი განვითარების სტრატეგიის ხელშეწყობა. ამასთან, ქსპერტების შეფასებით, მაინინგის აკრძალვა, როგორც საკანონმდებლო პრეცედენტი, ნეგატიურად აისახება კრიპტო-ინდუსტრიაზე, რადგან მას, შესაძლოა, ერთგვარი დომინოს ეფექტი მოჰყვეს და აშშ-ის სხვა შტატებმაც მიიღონ მსგავსი გადაწყვეტილება.რაც შეეხება რეალურ გავლენას ინდუსტრიაზე, ქვეყნის მასშტაბით მაინერების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი კონცენტრაცია ნიუ-იორკშია, რაც მაღალი გადასახადებით და კომერციული ხარჯებითაა განპირობებული, შესაბამისად, საკანონმდებლო დონეზე მაინინგის აკრძალვა ბაზარზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს, რადგან ნიუ-იორკი არც აქამდე იყო მაინინგ კომპანიებისათვის მიმზიდველი და საინტერესო. კანონპროექტი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც ის შტატის გუბერნატორის მიერ ოფიციალურად იქნება დამტკიცებული.