თეგი: ნორვევია
ნორვეგია უკრაინაში ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, $23 მილიონს გამოყოფს
ნორვეგიის მთავრობა უკრაინაში ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 23 მილიონ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ Ukrinform ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. „ნორვეგია 2023 წელს უკრაინაში ბირთვული უსაფრთხოებისა და უსაფრთხოების მხარდაჭერას 250 მილიონი კრონით ზრდის. რუსეთის უკანონო ომი უკრაინის ბირთვულ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს. უკრაინაში ბირთვულ ავარიას შედეგები მოჰყვება არამხოლოდ თავად უკრაინას, არამედ ქვეყნის საზღვრებს მიღმაც“, - ნათქვამია განცხადებაში. კერძოდ, ნორვეგია გამოყოფს 100 მილიონს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ექსპერტების მუშაობის მხარდასაჭერად. სხვა თანხები კი, გამოყენებული იქნება რადიოაქტიური ნივთიერებების გამოყოფასთან დაკავშირებული ავარიების და ინციდენტების რისკის შესამცირებლად.