თეგი: ოლენა ზალენსკა

ოლენა ზელენსკა: რუსეთის მიერ მშვიდობიანი ქალაქებისა და სოფლების მუდმივი დაბომბვა, სხვა არაფერია, თუ არა ტერორიზმი

უკრაინა ომის მსხვერპლთა მარტიოლოგიის შექმნას გეგმავს. უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას თქმით, ახლა ეს პროექტი 2000-ზე მეტ სახელს მოიცავს და თითოეული საშინელ ტკივილს იწვევს.   „დღეს, გაეროს ინიციატივით, მსოფლიო პატივს მიაგებს ტერორიზმის მსხვერპლებს. ამას აკეთებს უკრაინაც, რადგან რუსეთის მიერ ჩვენი მშვიდობიანი ქალაქებისა და სოფლების მუდმივი დაბომბვა, მიზანმიმართული იერიში სავაჭრო ცენტრებზე, საავადმყოფოებსა და სკოლებზე, წამება და მკვლელობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სხვა არაფერია, თუ არა ტერორიზმი.    ამ დღეს მინდა, გაგიზიაროთ პროექტი, რომლის ავტორები გეგმავენ, შექმნან რუსეთ-უკრაინის ომის მსხვერპლთა სრული მარტიოლოგია, დაღუპული უკრაინელების ხსოვნის უკვდავსაყოფად“, - ამბობს უკრაინის პირველი ლედი.   შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 16 აგვისტოს ბაბინ იარის ჰოლოკოსტის მემორიალურმა ცენტრმა წამოიწყო პროექტი, რათა რუსეთ-უკრაინის ომის მსხვერპლთა სრული მარტიოლოგია შექმნას და მსოფლიოს მოუყვეს 21-ე საუკუნეში უკრაინელების გენოციდის შესახებ“.