თეგი: ოლენევკა
გაეროს მისია ოკუპირებულ ოლენივკაში უახლოეს დღეებში ჩავა, სადაც აფეთქების შედეგად 50 -ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა
გაეროს მისია, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოლენევკაში უახლოეს დღეებში ჩავა, სადაც 50 -ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა. ამის შესახებ, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, როზმარი დი კარლომ განაცხადა. „საგამოძიებო მისია, რომელიც ოკუპირებულ ოლენევკაში ჩავა, 29 ივლისს მომხდარ ინციდენტს განიხილავს, რომლის დროსაც 53 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, ხოლო 75-დან 130-მდე დაიჭრა“, - განაცხადა როზმარი დი კარლომ. გაეროს ხელმძღვანელი მისიის უსაფრთხო დაშვებას მოითხოვს ოლენივკაში, სადაც 150-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ოლენივკაში ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებისთვის გადამწყვეტი არგუმენტი უნდა გახდეს. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა 30 ივლისს განაცხადა, რომ რუსმა ჯარისკაცებმა ელენოვკაში უკრაინელი სამხედრო ტყვეების წინააღმდეგ საზარელი სისასტიკე ჩაიდინეს, ეს არაადამიანური, ბარბაროსული ქმედებაა. ელენოვკა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს.