თეგი: ოლექსი ვადატურსკი
ქალაქ მიკოლაივის დაბომბვისას უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი მეუღლესთან ერთად დაიღუპა
უკრაინის ქალაქ მიკოლაივის მასიური დაბომბვისას, უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენი მეუღლესთან ერთად დაიღუპა. 74 წლის ოლექსი ვადატურსკის სახლს რაკეტა მოხვდა. ამის შესახებ BBC უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება. ვადატურსკი ფლობდა კომპანია Nibulon-ს - ჯგუფს, რომელიც მარცვლეულის ექსპორტში მონაწილეობდა. მას ასევე მიღებული ჰქონდა პრემია „უკრაინის გმირი“. Forbes-ის 2020 წლის მონაცემებით, ოლექსი ვადატურსკის ქონება $450 მილიონად იყო (369 მილიონი ფუნტი) შეფასებული. ცნობისთვის, მიკოლაივი უკრაინის ერთ-ერთი მთავარი მარშრუტია ოდესისკენ, მთავარი პორტისკენ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა მიკოლაივზე იერიში მიიტანეს. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ხანძარი გაჩნდა - ცეცხლი ორსართულიან შენობას, ორ ავტოფარეხს და ორ გარე შენობას გაუჩნდა. „31 ივლისის ღამეს, 01:00 საათზე და დაახლოებით 05:00 საათზე, მიკოლაივი მასიური ცეცხლის ქვეშ მოექცა. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. დაბომბვის შედეგად რამდენიმე ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანდა. კერძოდ, სასტუმრო, სპორტული კომპლექსი, ორი საგანმანათლებლო დაწესებულება და სერვის-სადგური. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსებიც“, - განაცხადა მიკოლაივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ვიტალი კიმმა. მანამდე, მიკოლაივის მერმა ალექსანდრე სიენკევიჩმა განაცხადა, რომ ღამის თავდასხმა ქალაქზე „ალბათ ყველაზე ძლიერი იყო, ვიდრე აქამდე განხორციელებული შეტევა“.