თეგი: ომის სტრატეგია

რუსეთმა უკრაინაში „სპეცოპერაციის“ სამიზნე ისევ შეცვალა - მედია

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „დონბასის სრულად განთავისუფლებაზე“ კონცენტრირდება. ამის შესახებ უკრაინული მედია რუსულ გამოცემებზე დაყრდნობით წერს.  „უკრაინის თავდაცვის ძალების ბრძოლისუნარიანობა დაეცა, რაც საშუალებას გვაძლევს ძირითადი ძალისხმევა მთავარი მიზნისკენ - დონბასის გათავისუფლებისკენ მივმართოთ. თავდაპირველად ჩვენ არ ვგეგმავდით შტურმს, რათა არ დაგვეშვა ნგრევა და მსხვერპლი მინიმუმამდე დაგვეყვანა შეიარაღებულ ძალებში და მშვიდობიან მოსახლეობას შორის. თუმცა ახლა ასეთ შესაძლებლობას არ გამოვრიცხავთ, ცალკეულ ჯგუფებს აქვთ დასახული მიზანი,რაც წარმატებულად სრულდება. ჩვენი ძალები და საშუალებები მთავარზეა კონცენტრირებული, ესაა დონბასის სრულად განთავისუფლება“, - აცხადებენ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ  რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მსხვერპლის რაოდენობა გაასაჯაროვა ბორელი უკრაინაში ომზე - ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს