თეგი: ოპიზიცია
რა საკითხებზე ესაუბრნენ ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს
ოპოზიციის წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ჯოშუა ჰაკს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, „გირჩი - მეტის თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ძირითადი დრო წინასაარჩევნო პერიოდზე საუბარს დაეთმო. მისივე თქმით, აშშ-ის წარმომადგენლებს აინტერესებთ, რამდენად გააჩნია ოპოზიციას თანამშრომლობის უნარი, ვინაიდან შესაძლოა, „თვალწარმტაც შთაბეჭდილებას შეიძლება, არ ტოვებდეს ის სურათი, რაც ოპოზიციაშია.“ „ვისაუბრეთ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, როგორც საგარეო და რეგიონული თვალსაზრისით, ასევე, ქვეყნის შიგნით რა პრობლემები არის, ამ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით. ძირითადი დრო დაეთმო წინასაარჩევნო პერიოდზე საუბარს, არჩევნებს და არჩევნებთან დაკავშირებულ გამოწვევებს, კერძოდ, რა პრობლემებს ვხედავთ, როგორ ვაპირებთ, რომ გავუმკლავდეთ ამ პრობლემებს. ასევე, საუბარი იყო მომავალ კოალიციურ მმართველობაზე, რამდენად და როგორ ვუყურებთ ამ სიტუაციას. აინტერესებთ, რამდენად გაგვაჩნია თანამშრომლობის უნარი, გვერდიდან რომ უყურებენ, თვალწარმტაც შთაბეჭდილებას შეიძლება არ ტოვებდეს ის სურათი, რაც ოპოზიციაშია,“ - აღნიშნა ჯაფარიძემ. „განვიხილეთ წინასაარჩევნო პერიოდი, არჩევნების პროცესი, რომ არ განმეორდეს ის საძაგლობა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა 2020 და 2021 წელს. არსებობს ტენდენცია, რომ იგივეს გაიმეორებენ. მნიშვნელოვანია, „ქართულმა ოცნებამ“ იცოდეს, რომ თუ გაიმეორებს გაყალბების მცდელობებს, ვერ მოახერხებს დააღწიოს თავი ძალიან კრიტიკულ შეფასებას, რომელიც არ მისცემს საშუალებას, მოახდინოს ლეგიტიმაცია უკანონოდ ჩატარებული არჩევნების,“ – განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გია ბარამიძის თქმით, მან ყურადღება გაამახვილა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე. „წინააღმდეგ შემთხვევაში, რა სამართლიან და კონკურენტულ არჩევნებზე შეიძლება იყოს საუბარი?! ასევე, ჩვენი ემიგრანტების კონსტიტუციური უფლების რეალიზაციაზე, რომ მიიღონ მონაწილეობა თავისი სამშობლოს ბედის განსაზღვრაში,“ - განაცხადა ბარამიძემ. სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ, ბარამიძემ მედიასთან საუბრისას კოალიციური მთავრობის აუცილებობას გაუსვა ხაზი. თავის მხრივ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ აშშ-ის სადამკვირვებლო მისიისთვის რესურსები უკვე მობილიზებულია. ჩიხლაძის თქმით, აშშ აცნობიერებს, რომ ეს არის გადამწყვეტი არჩევნები არამხოლოდ პარტიებს შორის, არამედ იმ თვალსაზრისით - რუსეთისკენ თუ დასავლეთისკენ მიდის ქვეყანა. დღესვე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. „ცხადია, აშშ უჭერს მხარს, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამას შეეხებოდა და ამ მოლოდინებს. მეორე მნიშვნელლოვანი თემა, ცხადია, იყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები. ვიცით, რომ იქნება საერთაშორისო მისიები აშშ-დან და საუბარია, რომ იქნება გრძელვადიანი მისიები საკმაოდ დიდი. ეს არის წინასაარჩევნო პერიოდი, არჩევნების დღე და არჩევნების შემდგომი პერიოდი და თუკი ჩვენ გვინდა, რომ არჩევნები შევაფასოთ დემოკრატიულად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამივე ეტაპი იყოს კარგად ჩატარებული. ისინი ჩამოვლენ უფრო არე, ვიდრე ეს არის საარჩევნო პერიოდი და შეხედავენ, ხომ არ ხდება წინასაარჩევნო პერიოდში, მაგალითად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩეველზე ზეწოლა, მუქარა. ჩვენი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია თავისუფალი, სამართლიანი პროცესი და ჩვენთან ამ თემებზე იყო საუბარი და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სწორედ იმას ნიშნავს, რომ კონკურენტული გარემო უნდა იყოს და ყველა პოლიიტკურ ძალას შეეძლოს თანაბრად მიიღოს მონაწილეობა და თანაბარი კამპანია აწარმოოს,“ - აცხადებს "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი ნინო დოლიძე. „ვთხოვეთ ამერიკულ მხარეს საქართველოს მხარაჭერა მათ შორის, ევროკავშირის მხრიდან სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, მაგრამ ასევე ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა პროცესები შეიძლება, განვითარდეს საარჩევნო წელს. ვისაუბრეთ იმ მოლოდინებზე, რომლებიც წინასარჩევნო პერიოდში შეიძლება, გვქონდეს, მათ შორის, ეს არის ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა, მასზე ზეწოლა. ყველა მხრიდან, ყველა მეთოდით დააკვირდებიან ამ არჩევნებს,“ - აცხადებს თავის მხრივ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური „ტვპირველის“ ცნობით. ჯოშუა ჰაკის ვიზიტისას, აშშ-ის მზარდი საგარეო სამხედრო დაფინანსებისა და ერთობლივი საერთაშორისო სწავლებების მნიშვნელობა განიხილება რაზე ისაუბრეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ და პრემიერ-მინისტრმა