თეგი: პაველ ჰერჩინკი
ევროკავშირის ელჩის თქმით, ანაკლიის პორტით ევროპული ბიზნესია დაინტერესებული
ევროპული კომპანიები ანაკლიის პორტით არიან დაინტერესებულები. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ახალმა ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ "ბიზნეს ფორმულას" განაცხადა. ეკონომიკის სამინისტრო ჯერ არ ასახელებს, თუ რომელ ინვესტორებს აინტერესებთ ანაკლიის პორტი „როგორც ვიცი, ფოთში არსებული პორტის განახლება იგეგმება, რაშიც ჩართულები არიან ევროპული კომპანიები. ასევე არის გეგმები ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დასაწყებად. ამ საკითხის მიმართ ასევე დიდი ინტერესი აქვთ ევროპულ კომპანიებს,“ - ამბობს ელჩი. საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტზე ახალი ტენდერის გამოცხადებას გეგმავს მისივე თქმით, ევროკავშირის სურვილია, რომ საქართველოში ინფრასტრუქტურა და სატრანსპორტო კავშირები მეტად განვითარდეს. „ცოტახნის წინ საქართველოში ევროკომისრის ვიზიტის ფარგლებშიც გახდა ცნობილი, რომ გვინდა საქართველო და ევროკავშირი ერთმანეთს ელექტროკაბელით დაუკავშირდნენ“, - ამბობს პაველ ჰერჩინსკი. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტზე, ახალი ტენდერის გამართვის ვადები უცნობია მისივე განცხადებით, ევროკავშირი სერიოზულად განიხილავს „შუა დერეფნის“ საკითხს, რომელსაც უკრაინის ომის ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. „რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ საქართველოზე გამავალმა შუა დერეფანმა მეტი მნიშვნელობა შეიძინა და ჩვენ ამ ყველაფერში მხარს ვუჭერთ თქვენს ქვეყანას“, - განაცხადა ელჩმა. კელი დეგნანის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტით რამდენიმე კვალიფიციური ოპერატორი დაინტერესდა ამ დროისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან„ საარბიტრაჟო დავა 6 მლნ 900 ათასი ლარი დაუჯდა. 2022 წლის 1 თებერვალს საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი დღეს საქართველოსთვის ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას წარმოადგენს. 2021 წლის 6 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა Europetime-ს განიცხადა, რომ ანაკლიის პორტი ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. 2021 წლის 4 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ახალ ტენდერს გამოაცხადებს. ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა (ADC) და მისმა ჰოლანდიელმა ინვესტორმა, ბობ მეიერმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელი შეიტანეს. სარჩელის შეტანა 2020 წლის 30 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ტედ ჯონასმა და იურიდიული ფირმის, BLC-ის მმართველმა პარტნიორმა ქეთევან ქვარცხავამ დააანონსეს. 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს. ასევე წაიკითხეთ ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა