თეგი: პალესტინელები

იერუსალიმში, ებრაელთა და მუსლიმთა წმინდა ადგილას, შეტაკების დროს 300 პალესტინელი დააკავეს და 150 კი დაშავდა

იერუსალიმში, „ტაძრის მთაზე,“ ებრაელთა და მუსლიმთა წმინდა ადგილას, შეტაკების დროს 300 პალესტინელი დააკავეს და 150 დაშავდა. გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, როგორ გაფანტა ისინი პოლიციამ ცრემლმდენი გაზის, დამაბრმავებელი ყუმბარების და ხელკეტების გამოყენებით. ამასთან, შეტაკების შედეგად სამი ისრაელელი პოლიციელიც დაშავდა.  ცნობისთვის, მასობრივი არეულობა დილის ლოცვის დროს დაიწყო. ისრაელის მედიის თანახმად, ასეულობით არაბული წარმოშობის პირმა პალესტინელთა ავტონომიის და ჰამასის დროშებით, იერუსალიმის ქუჩებში გაიარა, შემდეგ კი ქვები დაუშინეს მლოცველებს, რომლებიც ებრაელთა წმინდა ადგილას, „გოდების კედელთან“ ლოცულობდნენ.

იერუსალიმში, ისრაელის პოლიციასთან შეტაკებისას სულ მცირე 31 პალესტინელი დაშავდა

იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთთან ისრაელის პოლიციასთან შეტაკებისას სულ მცირე 31 პალესტინელი დაშავდა. როგორც ცნობილია, საავადმყოფოში 14 ადამიანი გადაიყვანეს, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა. "პოლიცია მას შემდეგ ჩაერია, რაც ასობით პალესტინელმა ქვებისა და შაშხანების სროლა დაიწყო და დასავლეთის კედელს მიუახლოვდნენ, სადაც იმ დროს ებრაელების ღვთისმსახურება მიმდინარეობდა", - ვკითხულობთ Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.